Monday, August 1, 2016

მე და საზოგადოება

ხშირად მეუბნებიან ხოლმე ინტრიგანი ხარო, იმიტომ კიარა რომ მართლა "ინტრიგანი" ვარ (არადა მგონი პიროვნულად მართლა ვარ), უბრალოდ იმიტომ რომ არასამთავრობო ორგანიზაციაში ვმუშაობ და რატომღაც ეს ინტრიგნობასთან ასოცირდება ჩვენს რეალობაში. წეღან სოციალურ ქსელში ვკითხულობდი პოლიციელი გოგონას მშვენიერმა სიმღერამ საქართველო აალაპარაკაო, ეს გოგონა ხომ ჩვეულებრივია ისევე როგორც მე ან შენ, მასაც აქვს სიმღერის ნიჭი და რა კავშირი აქვს ამას პოლიციელობასთან ვერ ვხვდები, გამოდის რომ პოლიციელი რომ არ იყოს არ მოგეწონებოდათ მისი სიმღერა? ხალხო რატომ ვასოცირდებით ხოლმე მხოლოდ პროფესიასთან რატომ, ადამიანის პიროვნული თვისებები ხომ სამსახურიდან არ გამომდინარეობს და სამუშაო დღის იქით ჩვენც ისეთივე უბრალო ადამიანები ვართ როგორც სხვები. რატომ უნდა ეკამათო კონტროლიორს ავტობუსში მხოლოდ იმიტომ რომ თავს მასზე მაგარ როჟად თვლი როცა შენგან ელემენტარულ კულტურას ითხოვს და იმ სამსახურის ანაზღაურებას  რაც ტრანსპორტირებაა, მარშუტკის მძლოლს რომ ფული უნდა გადავუხადოთ ხომ ვიცით არა მაშინ ავტობუსში რაღაზე ვროჟობთ?  სამუშაო დღის ბოლოს ხომ ისიც ჩვენნაირი ადამიანია, ოჯახით და პრობლემებით დატვირთული.სამწუხაროა რომ ვერ ვარჩევთ ერთმანეთისგან პირადს და სამსახურეობრივს, მაგრამ როგორც მასწავლებლები "ჭამენ" ან საპირფარეშოში დადიან (თურმე:დ) ისევე ვართ ჩვენც. უბრალოდ გვიყვარს, ვმღერით, ვცეკვავთ და ვერთობით და დღის ბოლოს უბრალოდ შვილები, ცოლები, ქმრები, მეგობრები ვხდებით ის ადამიანები რომლებსაც არაფერი აქვს საერთო ჩვენს პროფესიასთან ან საქმიანიობასთან. ხო ჩვენ
ც ჩვეულებრივები ვართ და ჩვენც ვცხოვრობთ მაგრამ ისე არა როგორც შენ! ადამიანი რომელიც ვერ აღიქვამ ადამიანის ბუნებას და ერთი შეხედვით გამოგაქვს დასკვნები. 

No comments:

Post a Comment