ასურეთი, სოფელი თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში, ადგილი, რომელმაც არ შეიძლება გულგრილი დაგტოვოთ. თბილისიდან 30 წუთის სავალზე მდებარეობს, მდინარე ასურეთისხევის მარჯვენა მხარეს. ალბათ იკითხავთ, თუ რატომაა ასეთი საყურადღებო ეს ადგილი. ეს არის ადგილი, სადაც 1812 წელს რუსმა ოკუპანტებმა ჩამოასახლეს გერმანელი კოლონისტები და შეიქმნა გერმანული კოლონია სახელად "ელიზაბეტალი".რომელსაც მე-20 საუკუნემდე ერქვა ეს სახელი, შემდეგ კი ისევ ასურეთი დაერქვა, როგორც ადრე. როგორც ცნობილია სულ 250 მოსახლე ცხოვრობდა 2 მთავარ ქუჩაზე, რომლებიც ერთმანეთთან პატარ-პატარა ჩიხებით იყო დაკავშირებული.
საყურადღებოა ერთმანეთთან ახლოს მდებარე სახლების არაჩვეულებრივი არქიტექტურა, რაც დღემდეა შემორჩენილი და ზუსტად ასახავს იმ რეალობას, როგორიც მაშინ იყო."ქართველ" გერმანელებს საცხოვრებელი ადგილიდან მოშორებით ჰქონდათ ფერმები და მიწები, რომელსაც კოლექტიურად ამუშავებდნენ, საკმაოდ წარმატებით ეწეოდნენ სოფლის მეურნებას, მეცხოველეობას და მეფუტკრეობას, შემდეგ კი ერთობლივად ჰყიდდნენ მას და ნავაჭრს ინაწილებდნენ. ძალიან საყურადღებოა ის ფაქტიც, რომ მე- 20 საუკუნეში ჰქონდათ საკუთარი ჰესი და ელექტროენერგია ისევე როგორც გოგირდოვანი აბანო, რომელიც დღემდეა შემორჩენილია. რაც შეეხება სოფლის ცენტრს იდგა ულამაზესი გერმანული ტაძარი, რომელიც კომუნისტებმა დაანგრიეს 1971 წელს. გერმანელები კი 1941 წლის შემდეგ გაყარეს, შემდეგ კი ტაძარი დაანგრიეს, დანგრეულ ნაწილებს კლუბი მიაშენეს. ერთობ საინტერესოა სასაფლაოს აგებულება და სტილი. "Auf Wiedersehen" (გერმ. - ნახვამდის) წარწერა რომელიც ერთერთი გერმანელის საფლავზეა და იეროგლიფები წარუშლელ შთაბეჭდილებას ტოვებს. ალბათ წარსულში მოგზაურობა რომ შემეძლოს ერთერთი ადგილი სადაც ვიმოგზაურებდი ეს გერმანული სოფელია, ეს ადგილი თითქოს წარსულში გაბრუნებს, დროს აჩერებს და სურვილს გიჩენს რაც შეიძლება მეტი გაიგო ამ ჯერ კიდევ მე-19 საუკუნის მაგრამ ძალიან განვითარებულ სოფელზე, რომელიც საბჭოთა კავშირის მსხვერპლი გახდა...

Assyria, a village in Tetritskaro municipality, place, who can not leave you indifferent. From 30-minute drive from the river Asuretiskhevi right side. You might ask, why such a remarkable place. This is the place where in 1812, Russian soldiers were settled by German colonists and created a German colony called "elizabetali." This name was called in the 20th century, and then again after the Assyria, as before. It is known that a total of 250 inhabitants lived 2 main streets, which are interconnected by small alleys were connected.
Attention should be paid to each other near the home of unusual architecture, which is still preserved and accurately reflects the reality, as it were. "The" Germans living away from their farms and lands, who collectively worked quite successfully engaged in agriculture, animal husbandry and beekeeping, and then jointly they kept selling and traded him to carve. Very notable is the fact that the 20th century had its own power plant and electricity as well as the sulfur bath, which is still preserved.
As for the center of the village was the most beautiful German church, which was destroyed by the communists in 1971. Germans were expelled after 1941, after the Temple was destroyed, destroyed part of the club added. Very interesting structure and style of the cemetery. "Auf Wiedersehen" (German:. - Good-bye), which is one of the German inscription on the grave of hieroglyphs and a lasting impression. Perhaps the one place where you could tour this past trip that I German village, this place is as if you back the past, time stops and wanting as you can about the early 19th century, but the development of the village, which has become a victim of the Soviet Union ...
No comments:
Post a Comment