სულ იმას გავიძახდი არაფერში გვჭირდება ფემინისტები იმიტომ რომ კანონით თანასწორნი ვართ და ტრადიციებს და ადათებს ვერაფერს ვუზავმთ მეთქი, მაგრამ რატომღაც აზრი შემეცვალა, ყოველდღე უამრავი ქალი ხდება მსხვერპლი საზოგადოების, სოციუმის რომელსაც "ევროპა" მხოლოდ იმიტომ არ უნდა რომ ადამიანები ერთმანეთს პატივს სცემენ და არ ამცირებენ, ძალადობა ჩვენში მარტო ისაა ცემა-ტყეპაზე რომ გადავდივართ, არადა ფიქოლოგიური ძალადობის მსხვერპლნი ყოველდღე ვხვდებით თანაც ისე რომ საერთოდ ვერ ვიაზრებთ, თუ კი ვეგუებით ამ ყველაფერს რით განვსხვავდებით იმ ქალებისგან არაბულ ქვეყნებში რომ თვალების გამოჩენის უფლებაც არ აქვთ, ყოველდღე სცემენ და ამ ყველაფერს ჩვეულებრივად იღებენ, ჩვენ კი გაკვირვებულები ვიძახით ასე როგორ შეიძლებაო, აბა დაფიქრდით რით განვსხვავდებით მათგან, ჩვენც ხომ გვეკრძალება საკუთარი ცხოვრებით ცხოვრება, ისე ვიქცევით როგორც ბიძაშვილის ცოლის ბიძაშვილს უნდა მხოლოდ იმიტომ რომ ხალხის აზრია მთავარი. რატომ არ უნდა გვქონდეს პროტესტის გრძნობა როცა გვამცირებენ, ბულინგი, რომელიც არც კანონით ისჯება და ჩვენი "ტრადიციებისთვისაც" მისაღებია, ხელგაშლილები ველოდებით კიდევ ერთ ახალ ადამიანს ვინც დაგვამცირებს და იმის ნაცვლად რომ პროტესტის გრძნობა გვქონდეს გულში ვიკლავთ ტკივილს, და ყველაზე უდი ისაა რომ ღირსად ვთვლით თავს ამ ყველაფრის. აი ეს ვართ ჩვენ ქართველები "ტრადიციული" და "ადათწესების" მოყვარული კეთილი საქართველო, რომელსაც არ უნდა ევროპა და ამერიკა მხოლოდ იმიტომ რომ იქ არავის უკვირს გახდა, პატივს სცემენ ერთმანეთს და დღედაღამ არ შეურაცყოფენ :))))) კი ნამდვილად გვჭირდება ფემინისტები მაგრამ ისეთი არა დღეს რომ გვყავს, დაახლოებით ისეთი, როგორიც მერი უოლსტონკრაფტი იყო.
და მაინც მიყვარს საქართველო, და ხო არც/ვერც მე ვერაფერს/არაფერს ვაკეთებ რომ ეს ყველაფერი შეიცვალოს და ერთხელ და სამუდამოდ განვვითარდეთ..............
No comments:
Post a Comment