ხშირად მეუბნებიან ხოლმე ინტრიგანი ხარო, იმიტომ კიარა რომ მართლა "ინტრიგანი" ვარ (არადა მგონი პიროვნულად მართლა ვარ), უბრალოდ იმიტომ რომ არასამთავრობო ორგანიზაციაში ვმუშაობ და რატომღაც ეს ინტრიგნობასთან ასოცირდება ჩვენს რეალობაში. წეღან სოციალურ ქსელში ვკითხულობდი პოლიციელი გოგონას მშვენიერმა სიმღერამ საქართველო აალაპარაკაო, ეს გოგონა ხომ ჩვეულებრივია ისევე როგორც მე ან შენ, მასაც აქვს სიმღერის ნიჭი და რა კავშირი აქვს ამას პოლიციელობასთან ვერ ვხვდები, გამოდის რომ პოლიციელი რომ არ იყოს არ მოგეწონებოდათ მისი სიმღერა? ხალხო რატომ ვასოცირდებით ხოლმე მხოლოდ პროფესიასთან რატომ, ადამიანის პიროვნული თვისებები ხომ სამსახურიდან არ გამომდინარეობს და სამუშაო დღის იქით ჩვენც ისეთივე უბრალო ადამიანები ვართ როგორც სხვები. რატომ უნდა ეკამათო კონტროლიორს ავტობუსში მხოლოდ იმიტომ რომ თავს მასზე მაგარ როჟად თვლი როცა შენგან ელემენტარულ კულტურას ითხოვს და იმ სამსახურის ანაზღაურებას რაც ტრანსპორტირებაა, მარშუტკის მძლოლს რომ ფული უნდა გადავუხადოთ ხომ ვიცით არა მაშინ ავტობუსში რაღაზე ვროჟობთ? სამუშაო დღის ბოლოს ხომ ისიც ჩვენნაირი ადამიანია, ოჯახით და პრობლემებით დატვირთული.სამწუხაროა რომ ვერ ვარჩევთ ერთმანეთისგან პირადს და სამსახურეობრივს, მაგრამ როგორც მასწავლებლები "ჭამენ" ან საპირფარეშოში დადიან (თურმე:დ) ისევე ვართ ჩვენც. უბრალოდ გვიყვარს, ვმღერით, ვცეკვავთ და ვერთობით და დღის ბოლოს უბრალოდ შვილები, ცოლები, ქმრები, მეგობრები ვხდებით ის ადამიანები რომლებსაც არაფერი აქვს საერთო ჩვენს პროფესიასთან ან საქმიანიობასთან. ხო ჩვენ
ც ჩვეულებრივები ვართ და ჩვენც ვცხოვრობთ მაგრამ ისე არა როგორც შენ! ადამიანი რომელიც ვერ აღიქვამ ადამიანის ბუნებას და ერთი შეხედვით გამოგაქვს დასკვნები.
mari's blog...
Monday, August 1, 2016
Wednesday, July 20, 2016
21-ე საუკუნის ჩვენ
სულ იმას გავიძახდი არაფერში გვჭირდება ფემინისტები იმიტომ რომ კანონით თანასწორნი ვართ და ტრადიციებს და ადათებს ვერაფერს ვუზავმთ მეთქი, მაგრამ რატომღაც აზრი შემეცვალა, ყოველდღე უამრავი ქალი ხდება მსხვერპლი საზოგადოების, სოციუმის რომელსაც "ევროპა" მხოლოდ იმიტომ არ უნდა რომ ადამიანები ერთმანეთს პატივს სცემენ და არ ამცირებენ, ძალადობა ჩვენში მარტო ისაა ცემა-ტყეპაზე რომ გადავდივართ, არადა ფიქოლოგიური ძალადობის მსხვერპლნი ყოველდღე ვხვდებით თანაც ისე რომ საერთოდ ვერ ვიაზრებთ, თუ კი ვეგუებით ამ ყველაფერს რით განვსხვავდებით იმ ქალებისგან არაბულ ქვეყნებში რომ თვალების გამოჩენის უფლებაც არ აქვთ, ყოველდღე სცემენ და ამ ყველაფერს ჩვეულებრივად იღებენ, ჩვენ კი გაკვირვებულები ვიძახით ასე როგორ შეიძლებაო, აბა დაფიქრდით რით განვსხვავდებით მათგან, ჩვენც ხომ გვეკრძალება საკუთარი ცხოვრებით ცხოვრება, ისე ვიქცევით როგორც ბიძაშვილის ცოლის ბიძაშვილს უნდა მხოლოდ იმიტომ რომ ხალხის აზრია მთავარი. რატომ არ უნდა გვქონდეს პროტესტის გრძნობა როცა გვამცირებენ, ბულინგი, რომელიც არც კანონით ისჯება და ჩვენი "ტრადიციებისთვისაც" მისაღებია, ხელგაშლილები ველოდებით კიდევ ერთ ახალ ადამიანს ვინც დაგვამცირებს და იმის ნაცვლად რომ პროტესტის გრძნობა გვქონდეს გულში ვიკლავთ ტკივილს, და ყველაზე უდი ისაა რომ ღირსად ვთვლით თავს ამ ყველაფრის. აი ეს ვართ ჩვენ ქართველები "ტრადიციული" და "ადათწესების" მოყვარული კეთილი საქართველო, რომელსაც არ უნდა ევროპა და ამერიკა მხოლოდ იმიტომ რომ იქ არავის უკვირს გახდა, პატივს სცემენ ერთმანეთს და დღედაღამ არ შეურაცყოფენ :))))) კი ნამდვილად გვჭირდება ფემინისტები მაგრამ ისეთი არა დღეს რომ გვყავს, დაახლოებით ისეთი, როგორიც მერი უოლსტონკრაფტი იყო.
და მაინც მიყვარს საქართველო, და ხო არც/ვერც მე ვერაფერს/არაფერს ვაკეთებ რომ ეს ყველაფერი შეიცვალოს და ერთხელ და სამუდამოდ განვვითარდეთ..............Saturday, April 16, 2016
მაგრამ არა ისე როგორც შენ! / But not in the way you are!

მგონი ერთადერთი ადამიანი ვარ საქართველოში, რომელიც პატრიოტია, ნუ პატრიოტი ბრჭყალებში, მაგრამ მაინც მგონი ერთადერთი ვარ ვისაც ქვეყნიდან წასვლა არ უნდა. ახლახანს მეგობარს ვკითხე რაზე ოცნებობთქო და დაუფიქრებლად მიპასუხა "ვოცნებობ ვიზის ჩარტყმაზე" (ბოდიში).
არ მესმის რატომ უნდა ოცნებობდე საკუთარი მიწის დატოვებაზე როცა ქართველობაზე დებ თავს და "ტრადიციული" ოჯახის შექმნა გინდა. არ ჯობია "ქალი შენი სახლის კუხნაში" იყოს ვიდრე საბერძნეთში ვიღაცის სახლში? მართალია არ ვეკუთვნი იმ კატეგორიას, ვინც "კუხნაში" ჯდომით კმაყოფილდება (არავის ვაყენებ შეურაცყოფას) ძალიან აქტიური ცხოვრებითაც კი ვცხოვრობ, და არც ჰომოსექსუალიზმს მივიჩნევ კატასტროფულად (მითუმეტეს ჩვენს ქვეყანაში, სადაც ჯერკიდევ არიან "კაი ბიჭები") მაგრამ არც ის მინდა რომ ავდგე და გავიქცე ქვეყნიდან სადაც დავიბადე, გავიზარდე და შეიძლება ბევრს სისულელედ მიაჩნია, მაგარამ ამ ქვეყნის წყალობით ვისწავლე ბევრი რამ. ვთვლი რომ შემიძლია მეც დავდო ერთი აგური მის ასაშენებლად. არასოდეს წავალ სხვა ქვეყანაში სხვის მოსავლელად იმის პერსპექტივით,( რომ რაოდენ ცუდადაც არუნდა ჟღერდეს) ოდესმე დიასახლისი გარდაიცვლება და მემკვიდრეობას დამიტოვებს.
ხო მეც მინდა წასვლა, საფრანგეთი ძალიან მიყვარს, მაგრამ მიყვარს იმიტომ რომ მაინტერესებს როგორც ისტორიკოსს, ხო მინდა წასვლა არაბულ ქვეყნებში - როგორც სოციოლოგს და მხოლოდ იმიტომ რომ ამაში ჩემი ქვეყნისთვის და მსოფლიოსთვის კიდევ ერთ წინ გადადგმულ ნაბიჟს ვხედავ (ჰუმანურობის და ინტერესის საკითხია), მაგრამ არასოდეს ვიტყვი რომ წავალ სამუდამოდ ან დიდი ხნით და ღამეების თენებით ან ვიღაცის მოვლით გავმდიდრდები. 99% ხომ ეს ისტორიები ტრაგიკულად სრულდება.
ხო ზარმაცები ვართ ქართველები, არ გვიყვარს მიწაზე მუშაობა, არადა ეს მაინც გვაქვს ოხრად, საზღვარგარეთ კი "მარტივად შეიძლება ფულის შოვნა" კარგით რაა, რაც აქ ვართ იგივე დავრჩებით იქაც.
ხო მეც ალბათ ზარმაცი ვარ და ბევრად მეტის გაკეთება შემიძლია ვიდრე ვაკეთებ, მაგრამ მე ჩემი ასაკის შესაბამისად ძალიაინ ბევრი მაქვს, რატომ არ უნდა გინდოდეს შენც?! რატომ არ უნდა ცდილობდე შენც?!
სიამოვნებით შემოუვლიდი მსოფლიოს, მაგრამ არა ისე როგორც შენ!
I think I'm the only person in Georgia, which is a patriot, patriotic quotes do not, but I still think I'm the only one who did not have to leave the country. Recently, a friend asked him what was his dream and thoughtlessly said, "I dream of visa stamping" (sorry).
I do not understand why you wanted to own land leave the Georgians when the sisters themselves and the "traditional" family want. Is it not better, "the woman in the kitchen of your house" in Greece than in someone's home? Although not belong to the category of those who are "in the kitchen" Breech satisfied (no offense) is very active in the life of the living, and no homosexuality consider dramatically (especially in our country, which was still getting over the "good guys") but neither want to do is get up and run away from where I was born, grew up and worked hard to be as foolishness, but thanks to this country, I learned a lot of things. I think that I can even prove one brick in its construction. Never go to another country to care for someone else's perspective, (the sound of a bad way) and Housewife dies and left a legacy.
Yes, I want to go to France, I love very much, but I love him because I'm interested in as a historian, I do want to go to Arab countries - as a sociologist, and only because it is my country and the world for another forward step in to see (humanity and interest in the matter), but never say that will go on forever, or for a long time and nights of stay in someone's care or to become rich. This is 99% of the stories end tragically.
Yes Georgians are lazy, do not like to work on the land, but it would still have abandoned, and with the "easy to earn money," Come on, what is that here we are going to remain the same there too.
Yes, I'm lazy and I have much I can do more than I do, but I have a lot of my age, why would not you want you ?! Why not try to make you too ?!
Glad to watch the world, but not in the way you are!
Thursday, April 14, 2016
მე:))))) Me :))))))
ადამიანები, რომლებიც მცირედით კმაყოფილდებიან.....
ხშირად იძახიან ხოლმე, რომ იმპულსური, ფეთქებადი და თავნება ადამიანი ვარ, რა ჩემი ბრალია თუკი ყველაფერზე ჩემი აზრი მაქვს, თუკი არასოდეს ვკმაყოფილდები მიღწეულით და მეტი მინდა, არ მესმის ადამიანების, რომლებიც მცირედით კმაყოფილდებიან, რატომ არ უნდა ისწავლო როცა გაქვს გონება? რატომ არ უნდა ეცადო რამეს მიაღწიო როცა გაქვს განათლება? რატომ არ უნდა გარისკო თუკი ცხოვრება შანსს გაძლევს? რატომ უნდა იცხოვრო ოცნებებით თუკი შეგიძლია ისინი რეალობად აქციო? წესებს თითქმის არასდროს ვარღვევ, თუმცა არც მის დარღვევაში ვხედავ საშინელ დანაშაულს. ხო ზოგჯერ მეც კომპლექსიანი ვარ ამასწინათ ვკითხულობდი რაღაც პოსტს გოგონაზე, რემელსაც თავისი სიმაღლის კომპლექსი აქვს, რატომღაც საკუთარი თავი დავინახე... დავინახე საკუთარი თავი იქაც სადაც წერდა მერე რა რომ ამ ასაკში მასწავლებელი ვარ და სკოლაში ვმუშაობო. ხშირად მესმის ხოლმე ფრაზა "შენ როგორ უნდა ასწავლო" "ბავშვებს როგორ თოკავ" ხო ამ თავნება და იმპულსური გოგონას უკან თბილი მასწავლებელი იმალება, რომელსაც ალბათ ყველა საქმეზე უფრო თავისი მოსწავლეების გვერდით ყოფნა უყვარს. ამბიციური, მაგრამ სამართლიანი მე.... :)))))))))
People who are satisfied with a little bit .....
Constantly on the impulsive, quick-tempered and self-willed person I am, what my fault if I have everything in my opinion, if I am never satisfied with its gains and more, I do not understand People who are satisfied with a little bit .., why do not you have to learn when you have in mind? Why not try to achieve something, when you have to educate? If life gives you the chance to risk why not? Why should you live if they were dreams a reality? Almost never breach the rules, but I see no violation of his terrible crime. Yes, sometimes I'm Complex recently, I was reading some of the posts on the girl, who has a height complex, somehow I saw myself ... I saw myself there where I am writing about what the teacher and the school I work at this age. I often hear a phrase "You have to teach the" "children how to control," Yes, this headstrong and impulsive girl hidden behind a warm teacher, which is probably the case all the more loved by their students' presence. Ambitious, but I just....
People who are satisfied with a little bit .....
Constantly on the impulsive, quick-tempered and self-willed person I am, what my fault if I have everything in my opinion, if I am never satisfied with its gains and more, I do not understand People who are satisfied with a little bit .., why do not you have to learn when you have in mind? Why not try to achieve something, when you have to educate? If life gives you the chance to risk why not? Why should you live if they were dreams a reality? Almost never breach the rules, but I see no violation of his terrible crime. Yes, sometimes I'm Complex recently, I was reading some of the posts on the girl, who has a height complex, somehow I saw myself ... I saw myself there where I am writing about what the teacher and the school I work at this age. I often hear a phrase "You have to teach the" "children how to control," Yes, this headstrong and impulsive girl hidden behind a warm teacher, which is probably the case all the more loved by their students' presence. Ambitious, but I just....
Friday, November 13, 2015
სარკიდან ინტერნეტამდე
მაშინ, როდესაც სახლში ძალიან ციოდა და ბნელოდა, ლამპის შუქზე მიკითხავდნენ ზღაპრებს საწოლში. ხო სწორედ ასეთი იყო 90-იანელი ბავშვის ყოველი საღამო. განსაკუთრებით კონკია და ფიფქია მიყვარდა, პირველი ალბათ იმიტომ რომ მოუთმენლად ველოდი გაზრდას, პრინცის მოსვლას და რა ვიცი კიდევ რას.. მეორე კი, ალბათ, იმიტომ, რომ ძალიან მინდოდა ჯადოსნური სარკე
გავიდა წლები და აღარც პრინცი მახსოვდა და აღარც ჯადოსნური სარკის ქონის სურვილი მკლავდა, შეიცვალა დროც, აღარც ლამპის შუქთან ვკითხულობ და აღარც ზღაპრებს მიყვებიან ძილისწინ. ახლა როცა სამსახურში ვზივარ, ვაანალიზებ, რომ ჩემი ოცნებები, რომელზეც ბავშვობაში სარკის წინ დამდგარი ვფიქრობდი, ახდა. ვსვამ კითხვებს, ვიღებ პასუხებს, უკიდეგანო სამყაროში ვიკარგები, ვხედავ ადამიანებს შორს, ამერიკაში, ავსტრალიაში, მთვარეზე, მარსზე, ცაში, დედამიწაზე, წყალქვეშ. ხოდა ეს ყველაფერი ინტერნეტმა გახადა შესაძლებელი და დღეს წარმოუდგენლად მიმაჩნია ცხოვრება ამ ყველაფრის გარეშე. მეტიც ვთვლი, რომ ინტერნეტს ადამიანის ბედისწერის შეცვლა შეუძლია, ისევე როგორც, ჯადოსნურ სარკეს. ხო ეს ის ჯადოსნური სამყაროა, რომელიც გვაერთიანებს და გვაკავშირებს მიუხედავად, იმისა რომ ძალიან შორს ვართ. რატომღაც ინტერნეტი ჩემთვის ყოველთვის ზღაპართან ასოცირდებოდა. აი ახლა მივხვდი, რათქმაუნდა! იყო და არა იყო რა, იყო ერთი ინტერნეტი...
From the mirror to the Internet
When it was dark and miserable, on the light of the old oil they were reading the fairy tales to me. It was the way how every night of the child from 90s would look like. I specially loved the Cinderella and and the Snow White. Firs reason was may be I was looking forward to grow soosn, awaiting for the prince or who know what... Another reason was to have a magic mirror. I was missing my aunt who was in the United States and having this kind of mirror would help me to see her. Every day I would stand in front of the mirror and ask who was the most beautiful girl in the world? But my mirror was not magic and would have no answer for me of course. I would be heartbroken still awaiting for the prince.
Years have passed, I now longer remembered the prince and the magic mirror as well. Time has changed, neither reading by the shadow of the oil lamp no fiary tales are told to me. Now being at work, analyze that my dream came true. I ask questions, get answers, get lost in the endless world, see people in the USA, Australia, on the moonr or on the Mars, in the sky or under the sea. All this was possible with Internet and I imagine my life impossible without all these.
Friday, November 6, 2015
ასურეთი, ადგილი, სადაც დრო ჩერდება და წარსულში ბრუნდები... Assyria, a place where time stops and return to the past ...
ასურეთი, სოფელი თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში, ადგილი, რომელმაც არ შეიძლება გულგრილი დაგტოვოთ. თბილისიდან 30 წუთის სავალზე მდებარეობს, მდინარე ასურეთისხევის მარჯვენა მხარეს. ალბათ იკითხავთ, თუ რატომაა ასეთი საყურადღებო ეს ადგილი. ეს არის ადგილი, სადაც 1812 წელს რუსმა ოკუპანტებმა ჩამოასახლეს გერმანელი კოლონისტები და შეიქმნა გერმანული კოლონია სახელად "ელიზაბეტალი".რომელსაც მე-20 საუკუნემდე ერქვა ეს სახელი, შემდეგ კი ისევ ასურეთი დაერქვა, როგორც ადრე. როგორც ცნობილია სულ 250 მოსახლე ცხოვრობდა 2 მთავარ ქუჩაზე, რომლებიც ერთმანეთთან პატარ-პატარა ჩიხებით იყო დაკავშირებული.
საყურადღებოა ერთმანეთთან ახლოს მდებარე სახლების არაჩვეულებრივი არქიტექტურა, რაც დღემდეა შემორჩენილი და ზუსტად ასახავს იმ რეალობას, როგორიც მაშინ იყო."ქართველ" გერმანელებს საცხოვრებელი ადგილიდან მოშორებით ჰქონდათ ფერმები და მიწები, რომელსაც კოლექტიურად ამუშავებდნენ, საკმაოდ წარმატებით ეწეოდნენ სოფლის მეურნებას, მეცხოველეობას და მეფუტკრეობას, შემდეგ კი ერთობლივად ჰყიდდნენ მას და ნავაჭრს ინაწილებდნენ. ძალიან საყურადღებოა ის ფაქტიც, რომ მე- 20 საუკუნეში ჰქონდათ საკუთარი ჰესი და ელექტროენერგია ისევე როგორც გოგირდოვანი აბანო, რომელიც დღემდეა შემორჩენილია. რაც შეეხება სოფლის ცენტრს იდგა ულამაზესი გერმანული ტაძარი, რომელიც კომუნისტებმა დაანგრიეს 1971 წელს. გერმანელები კი 1941 წლის შემდეგ გაყარეს, შემდეგ კი ტაძარი დაანგრიეს, დანგრეულ ნაწილებს კლუბი მიაშენეს. ერთობ საინტერესოა სასაფლაოს აგებულება და სტილი. "Auf Wiedersehen" (გერმ. - ნახვამდის) წარწერა რომელიც ერთერთი გერმანელის საფლავზეა და იეროგლიფები წარუშლელ შთაბეჭდილებას ტოვებს. ალბათ წარსულში მოგზაურობა რომ შემეძლოს ერთერთი ადგილი სადაც ვიმოგზაურებდი ეს გერმანული სოფელია, ეს ადგილი თითქოს წარსულში გაბრუნებს, დროს აჩერებს და სურვილს გიჩენს რაც შეიძლება მეტი გაიგო ამ ჯერ კიდევ მე-19 საუკუნის მაგრამ ძალიან განვითარებულ სოფელზე, რომელიც საბჭოთა კავშირის მსხვერპლი გახდა...
საყურადღებოა ერთმანეთთან ახლოს მდებარე სახლების არაჩვეულებრივი არქიტექტურა, რაც დღემდეა შემორჩენილი და ზუსტად ასახავს იმ რეალობას, როგორიც მაშინ იყო."ქართველ" გერმანელებს საცხოვრებელი ადგილიდან მოშორებით ჰქონდათ ფერმები და მიწები, რომელსაც კოლექტიურად ამუშავებდნენ, საკმაოდ წარმატებით ეწეოდნენ სოფლის მეურნებას, მეცხოველეობას და მეფუტკრეობას, შემდეგ კი ერთობლივად ჰყიდდნენ მას და ნავაჭრს ინაწილებდნენ. ძალიან საყურადღებოა ის ფაქტიც, რომ მე- 20 საუკუნეში ჰქონდათ საკუთარი ჰესი და ელექტროენერგია ისევე როგორც გოგირდოვანი აბანო, რომელიც დღემდეა შემორჩენილია. რაც შეეხება სოფლის ცენტრს იდგა ულამაზესი გერმანული ტაძარი, რომელიც კომუნისტებმა დაანგრიეს 1971 წელს. გერმანელები კი 1941 წლის შემდეგ გაყარეს, შემდეგ კი ტაძარი დაანგრიეს, დანგრეულ ნაწილებს კლუბი მიაშენეს. ერთობ საინტერესოა სასაფლაოს აგებულება და სტილი. "Auf Wiedersehen" (გერმ. - ნახვამდის) წარწერა რომელიც ერთერთი გერმანელის საფლავზეა და იეროგლიფები წარუშლელ შთაბეჭდილებას ტოვებს. ალბათ წარსულში მოგზაურობა რომ შემეძლოს ერთერთი ადგილი სადაც ვიმოგზაურებდი ეს გერმანული სოფელია, ეს ადგილი თითქოს წარსულში გაბრუნებს, დროს აჩერებს და სურვილს გიჩენს რაც შეიძლება მეტი გაიგო ამ ჯერ კიდევ მე-19 საუკუნის მაგრამ ძალიან განვითარებულ სოფელზე, რომელიც საბჭოთა კავშირის მსხვერპლი გახდა...
Assyria, a village in Tetritskaro municipality, place, who can not leave you indifferent. From 30-minute drive from the river Asuretiskhevi right side. You might ask, why such a remarkable place. This is the place where in 1812, Russian soldiers were settled by German colonists and created a German colony called "elizabetali." This name was called in the 20th century, and then again after the Assyria, as before. It is known that a total of 250 inhabitants lived 2 main streets, which are interconnected by small alleys were connected.
Attention should be paid to each other near the home of unusual architecture, which is still preserved and accurately reflects the reality, as it were. "The" Germans living away from their farms and lands, who collectively worked quite successfully engaged in agriculture, animal husbandry and beekeeping, and then jointly they kept selling and traded him to carve. Very notable is the fact that the 20th century had its own power plant and electricity as well as the sulfur bath, which is still preserved.
As for the center of the village was the most beautiful German church, which was destroyed by the communists in 1971. Germans were expelled after 1941, after the Temple was destroyed, destroyed part of the club added. Very interesting structure and style of the cemetery. "Auf Wiedersehen" (German:. - Good-bye), which is one of the German inscription on the grave of hieroglyphs and a lasting impression. Perhaps the one place where you could tour this past trip that I German village, this place is as if you back the past, time stops and wanting as you can about the early 19th century, but the development of the village, which has become a victim of the Soviet Union ...
Subscribe to:
Posts (Atom)